Sunday, April 17, 2016


მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღეს შევძელთ წინა რვა დღის ნასწავლის და ნაშრომების პრეზენტაციის ფორმით წარდგინება ტრენიერისა და ტრენიგზე დამსწრე წევრი კოლეგებისათვის.  მოვისმინეთ, ვნახეთ განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები, მიცვეცით გარკვეული რჩევები და უშურველად შევაქეთ კარგი პრეზენტაციების ავტორები.
აქვე მინდა ავღნიშნო, ჩვენი ტრენერის ქალბატონი ლალის დაუღალავი და ენერგიული დახმარება ყოველი ჩვენგანისათვის.
ნახვამდის!!! 

Saturday, April 16, 2016

ჩემ შესახებ


მერვე დღის რეფლექსია

დღე დაიწყო განვლილი მასალის გამეორებით, ასევე ვიმუშავეთ საპრეზენტაციო მასალის ბლოგზე განთავსების/ატვირთვისა და მასში ჩასწორებაის სწავლაზე, დავამუშავეთ მოსწავლის სავარაუდო შეფასების რუბრიკა,  მასში ჩანაწერების ჩამატება-ამოშლის მეთოდზე,
მოვახდინეთ ბლოგზე გვერდების დამატება, გაფორმება დიზაინი, მასზე გვერდების გაფორმება.  

მოსწავლის პრეზენტაცია


Sunday, April 3, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

დღე დაიწყო წინა დღის მასალის გადამეორებით, შეფასების დროის ჩარჩო დავასრულეთ,  ვისწავლეთ ბლოგზე დრაივიდან ინფორმაციის ატვირთვა, შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო, დღის ბოლოს დავიწყეთ საპრეზენტაციო მასალის მომზადება და მივიღეთ დავალება მისი დასრულების.  

ჩემი პროექტის პორტფოლიო

ჩემი პორტფოლიო იხილეთ აქ!!!:


Saturday, April 2, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღეს, გავიხსენეთ წინა დღეების  წრთვნის ნასწავლი, განვიხილეთ ბუკლეტი და   ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვევზე, ასევე  დავიწყეთ მუშაობა დროის ჩარჩოზე. სასიამოვნო და საინტერესო იყო დღევანდელი წრთვნა. 

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა

  • რამდენად შემწყნარებლურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ?
  • თემატური კითხვები

    რა გავლენას ახდენს რელიგია ტოლერანტობაზე
  • რა გავლენას ახდენს ტრადიციული და კონსერვატიული მიდგომები ტოლერანტობაზე
  • რა გავლენას ახდენს კანონმდებლობა, მოქალაქეობრივი თვითშეგნება და განათლება (სკოლა - საგანი სამოქალაქო განათლება) როგორც ფორმალური ისე არაფორმალური ტოლერანტობაზე.

შინაარსობრივი კითხვები

  • თქვენი აზრით როგორ შეიძლება ჩამოვყალიბდეთ ტოლერანტ საზოგადოებად? 

  • თქვენი აზრით მართლმადიდებელი რელიგია არის შემწყნარებლური რელიგია?

  • თქვენი აზრით რომელი ინსტიტუციების ჰარმონიული და მჭიდრო ურთიერთობები და თნამშრომლობებია სასურველი და აუცილებელი ტოლერანტ, შემწყნარებელ საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში.

Sunday, March 13, 2016

მესამე დღის რეფლექსია

სასიამოვნო და ნაყოფიერი იყო მესამე დღე, საკუთარ ბლოგში შევასრულეთ პროექტის მიზნებისა და შედეგების განსაზღვრა - შედგენა. გავეცანით კოლეგების ნამუშევერებს და გვქონდა უკუკავშირი. დღემ, ურთიერთთანამშრომლობისა და ჰარმონიულ ვითარებში ჩაიარა, მივიღეთ მეტი ცოდნა და შევძლებთ უფრო გაღრმავებას პროექტებით სწავლების სფეროში. გმადლობთ ნაყოფიერი წვრთნისათვის. 

მოსწავლეები შეძლებენ:


  • ეროვნული, ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტობის, თანასწორობისა და შემწყნარებლობის საკითხების სიღრმისეულად შესწავლას. 




1. შეძლებენ წინარე პერიოდის საქართველოს ისტორიის მანძილზე სხვადასხვა რელიგიების, აღმსარებლობის ადამიანების ჰარმონიული ან პრობლემატური   თანაცხოვრების შესწავლას.
2. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრიან  დადებითი და უარყოფითი ქმედებების როლს  ამის  გათვალისწინებით  დაგეგმავენ ქვეყნის განვითარების სწორხაზოვან მიმართულებას -  გზას.
3. მოკვლეული და გამოძიებული მასალების საფუძველზე გააკეთებენ დასკვნებს თუ როგორ უნდა განვითარდეს ჰარმონიული ურთიერთობები, როგორ შეიძლება ნეგატიური პროცესების პოზიტივში გადაყვანა.
4. შექმნიან საინფორმაციო ბუკლეტს,  შემეცნებით ფილმს ან საპრეზენტაციო ფორმატში თანასწორგანმანათლებლურ  რესურსებს. 

Saturday, March 12, 2016

მეორე დღის რეფლექსია

დღეს შევქმენით ინტელის ბლოგი,
გავივარჯიშეთ და შევისწავლეთ ბლოგის შიგთავსის, დიზაინის მართვის ხელსაწყოების გამოყენება. ასევე რედაქტირება და ყოველი ახალი ინფორმაციის შეტანა. ყოველივე ზ. ა. ნაყოფიერია ჩემთვის როგორც მასწავლებლისათვის შემდგომში გამოყენებისათვის, დღის ბოლოს დავიწყეთ ბუკლეტის შექმნა, მივიღეთ საშინაო დავალება ბუკლეტის შინაარსის შეთხზვის. ძალიან კარგი იყო, უღრმესი მადლობა ჩვენს მასწავლებელს ქალბატონ ლალი გიგაურს,
წინ კიდევ საინტერესო და სასარგებლო სწავლება გველის.

Friday, March 11, 2016

პროექტის იდეა

ტოლერანტი მოქალაქე  XXI საუკუნეში

კონსტიტუცია არის ქვეყნის უმაღლესი კანონი!
საქართველოს ყოველი მოქალაქე უნდა იცნობდეს თავისი ქვეყნის
კონსტიტუციას,  ჰქონდეს ცოდნა მისთვის მინიჭებული უფლებისა და მოვალების შესახებ, კანონის ცოდნა ადამიანს ხდის კანონმორჩილს, ტოლერანტს, ტოლერანტი ადამიანი კი ძლიერი, თავისუფალი, თანასწორი, დემოკრატიული და განვითარებული სახელწიფოს მშენებლობის ფუნდამენტია!