Sunday, March 13, 2016

მესამე დღის რეფლექსია

სასიამოვნო და ნაყოფიერი იყო მესამე დღე, საკუთარ ბლოგში შევასრულეთ პროექტის მიზნებისა და შედეგების განსაზღვრა - შედგენა. გავეცანით კოლეგების ნამუშევერებს და გვქონდა უკუკავშირი. დღემ, ურთიერთთანამშრომლობისა და ჰარმონიულ ვითარებში ჩაიარა, მივიღეთ მეტი ცოდნა და შევძლებთ უფრო გაღრმავებას პროექტებით სწავლების სფეროში. გმადლობთ ნაყოფიერი წვრთნისათვის. 

მოსწავლეები შეძლებენ:


  • ეროვნული, ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტობის, თანასწორობისა და შემწყნარებლობის საკითხების სიღრმისეულად შესწავლას. 




1. შეძლებენ წინარე პერიოდის საქართველოს ისტორიის მანძილზე სხვადასხვა რელიგიების, აღმსარებლობის ადამიანების ჰარმონიული ან პრობლემატური   თანაცხოვრების შესწავლას.
2. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრიან  დადებითი და უარყოფითი ქმედებების როლს  ამის  გათვალისწინებით  დაგეგმავენ ქვეყნის განვითარების სწორხაზოვან მიმართულებას -  გზას.
3. მოკვლეული და გამოძიებული მასალების საფუძველზე გააკეთებენ დასკვნებს თუ როგორ უნდა განვითარდეს ჰარმონიული ურთიერთობები, როგორ შეიძლება ნეგატიური პროცესების პოზიტივში გადაყვანა.
4. შექმნიან საინფორმაციო ბუკლეტს,  შემეცნებით ფილმს ან საპრეზენტაციო ფორმატში თანასწორგანმანათლებლურ  რესურსებს. 

Saturday, March 12, 2016

მეორე დღის რეფლექსია

დღეს შევქმენით ინტელის ბლოგი,
გავივარჯიშეთ და შევისწავლეთ ბლოგის შიგთავსის, დიზაინის მართვის ხელსაწყოების გამოყენება. ასევე რედაქტირება და ყოველი ახალი ინფორმაციის შეტანა. ყოველივე ზ. ა. ნაყოფიერია ჩემთვის როგორც მასწავლებლისათვის შემდგომში გამოყენებისათვის, დღის ბოლოს დავიწყეთ ბუკლეტის შექმნა, მივიღეთ საშინაო დავალება ბუკლეტის შინაარსის შეთხზვის. ძალიან კარგი იყო, უღრმესი მადლობა ჩვენს მასწავლებელს ქალბატონ ლალი გიგაურს,
წინ კიდევ საინტერესო და სასარგებლო სწავლება გველის.

Friday, March 11, 2016

პროექტის იდეა

ტოლერანტი მოქალაქე  XXI საუკუნეში

კონსტიტუცია არის ქვეყნის უმაღლესი კანონი!
საქართველოს ყოველი მოქალაქე უნდა იცნობდეს თავისი ქვეყნის
კონსტიტუციას,  ჰქონდეს ცოდნა მისთვის მინიჭებული უფლებისა და მოვალების შესახებ, კანონის ცოდნა ადამიანს ხდის კანონმორჩილს, ტოლერანტს, ტოლერანტი ადამიანი კი ძლიერი, თავისუფალი, თანასწორი, დემოკრატიული და განვითარებული სახელწიფოს მშენებლობის ფუნდამენტია!